ინტელის პროექტი
Saturday, April 8, 2017
რეფლექსია
პროექტით სწავლება ეფუძვნება კეთებით სწავლებას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას, გარდა ამისა, მოსწავლეებში წაახალისებს ურთიერთსწავლებას, გაზრდის პასუხისმგებლობის გრძნობას,ხელს შეუწყობს საკითხის სიღრმისეულ წვდომას და რაც ყველაზე მთავარია, განავითარებს 21- ე უნარ-ჩვევებს.
Sunday, March 19, 2017
Sunday, March 12, 2017
შეფასებები
პროექტის სამივე ეტაპზე მნიშვნელოვანია შეფასებები : პროექტის დასაწყისში ვიყენებ
დაფიქრდი-დაწყვილდი-გაუზიარესა და გონებრივი იერიშის მეთოდებს მოსწავლეთა
საჭიროებების შეფასებისთვის, პროექტის მსვლელობისას ვიყენებ პრეზენტაციას გაგებისა
და უნარების დემონსტრირებისთვის, თვითშეფასებასა, ურთიერთშეფასებას, ჯგუფურ
მუშაობას- თვითრეგულირებადი სწავლისა და თანამშრომლობისათვის, არაფორმალურ
დაკვირვებასა და დღიურს- პროგრესის მონიტორინგისათვის, რეფლექსიასა და პორტფოლიოს -
გაგება გააზრების შემოწმებისთვის , ხოლო თვითრეგულაციისათვის და საკუთარი მიზნების
გადამოწმებისთვის კვლავ ვუბრუნდებით გეგმას.
Sunday, March 5, 2017
მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები
მიმართულების მიმცემი კითხვების გამოყენება ხელს უწყობს მოსწავლეებში მაღალი სააზროვნო უნარების გავითარებას,ფაქტობრივი ინფორმაციის ორგანიზებას, ძირითადი ცნებების სრულყოფილად გაგებას.
Sunday, February 26, 2017
პროექტის მნიშვნელობა
პროექტზე დაფუძნებული სწავლების დროს მოსწავლეები კონკრეტულ საკითხს სწავლობენ სიღრმისეულად, კეთებით, რაც ზრდის მოტივაციასა და ჩართულობას სწავლება-სწავლის პროცესში.გარდა ამისა, მოსწავლებში ავითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს: ანალიზს,სინთეზსა და შეფასებას.ამიტომაა მნიშვნელოვანი პროექტზე დაფუძნებული სწავლება.
Subscribe to:
Posts (Atom)